• +995 598 37 37 24, +995 591 14 87 50
  • nodgeorgia@hotmail.com

გართობა

ატრაქციონების პარკი ციცინათელა

ატრაქციონების პარკი ციცინათელა მდებარეობს შეკვეთილიდან 800 მეტრის დაშორებით ქალაქ ქობულეთის მიმართულებით. პარკში არსებული ატრაქციონები მისაღებია ყველა ასაკის ბავშვისათვის და მოზრდილებისათვის. სეზონზე ციცინათელას დაახლოებით 300 ათასი ადამიანი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა ბავშვებია. პარკში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი: 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. აქვეა ბოულინგ ცენტრი, კარტინგის მოედანი, სიცილის ოთახი, მუსიკალური შადრევანი, 100-მდე სათამაშო ავტომატი განთავსებული ოთხ კეთილმოწყობილ დარბაზში. დამსვენებლებს ემსახურება 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი, ბარი და შვიდი სავაჭრო ჯიხური. ატრაქციონების პარკი ციცინათელა ფუნქციონირებს 15 ივნისიდან 19 სექტემბრამდე

საკონცერტო დარბაზი ბლექ სი არენა

საკონცერტო დარბაზი ბლექ სი არენა შეკვეთილში მდებარეობს. მას 6500 სტუმრის მიღება შეუძლია. მოსახერხებელი ავტოსადგომი 2000-მდე ავტომობილზეა გათვლილი. არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ყოველგვარი საჭიროების ტექნიკითაა აღჭურვილი. მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. არენა საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად გადაიხურება. ამ ოპერაციის შესრულებას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად არის ადაპტირებული. მათთვის სპეციალური ადგილებია განკუთვნილი. აქ არის VIP სივრცე, რომელიც 333 პერსონაზეა გათვლილი. არენა თავისი არქიტექტურით რომის კოლიზეუმს მოგაგონებთ, ამიტომაც ხილვადობა აუდიტორიის ნებიმსმიერი წერტილიდან იდეალურია. ის ნებისმერი სახის ღონისძიებისთვის მოსახერხებელია. აქ შეიძლება გაიმართოს სხვა და სხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ბლექ სი არენა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით.

პარკი საქართველო მინიატურებში

პარკი საქართველო მინიატურებში, ეს არის საქართველოს კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები. აქ მინიატურულ განზომილებაში არის წარმოდგენილი საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლები, აგრეთვე სხვა და სხვა ღირშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა. პარკი საქართველო მინიატურებში 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს. ის ატრაქციონების პარკ ციცინათელას მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, მინი ამფითეატრს, კაფეს და სხვა დანიშნულების სივრცეებს. პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მაკეტი 1:25 მასშტაბში. აქ სტუმრებს შეუძლიათ, მათთვის საინტერესო ისტორიული ადგილები მოინახულონ.