• +995 598 37 37 24, +995 591 14 87 50
  • nodgeorgia@hotmail.com

სანაპირო


შავი მაგნიტური ქვიშა

მაგნიტური ქვიშა – ეს არის მანეტიტის მინერალის ქვიშა. მათ მართლაც მოაქვთ სარგებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქართველოში ამ ქვიშით მდიდარია გრიგოლეთი, ურეკი და შეკვეთილი.

ქვიშის მაგნიტური ფრაქცია აღწევს 23%-ს, რკინა მერყეობს 37-47%-ს შორის. ქვიშის მაგნიტური ათვისება ჩვეულებრივს 13-25 ჯერ აღემატება. ყოველივე ზემოთ ხსენებული ქმნის დაბალი ინტენსიობის მაგნიტურ ველს, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისათვის.

მაგნიტური ველის ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში იცვლება ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რაც ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში წყალბადის კონცენტრაციაზე, სისხლის შედედების თვისებაზე და სხვა ბიოლოგიურ პროცესებზე. მაგნიტურ ველს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ასტიმულირებს ქსოვილის რეგენერაციას. მაგნიტოთერაპიას იყენებენ პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებებისას, ასევე მოაქვს სარგებელი მოზარდებში ღამის შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში. აჩქარებს პოსტრამვულ რეაბილიტაციას.

ეს უჩვეულო, დამაგნიტებული ქვიშა სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და შეუძლია გაკურნოს ბევრი მძიმე დაავადება. უახლოეს წარსულში მაგნიტური ქვიშის ეს თვისება აქტიურად გამიოყენებოდა მედიცინაში. მაგნიტოთერაპიას იყენებდნენ გულისა და სისხლძარღვების, ნერვული და ძვალსახსროვანი სისტემის, სასუნთქი ორგანოების, რახიტის ტრამვების და ა.შ. მკურნალობისათვის. გაჯანსაღების განსაკუთრებით სწრაფ შედეგს იძლევა ბავშვებში. მაგრამ არის გამონაკლისებიც, ეს ადგილი არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც აწუხებს ასთმა, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნე, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებები. ყველა დანარჩენისთვის კი დასვენება შეკვეთილის ქვიშიან სანაპიროზე არა მხოლოდ გასართობი, არამედ სასარგებლოც იქნება. მაგნიტური ქვიშა ბიოლოგიური პროცესების სტიმულირებასთან ერთად აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.